კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს“ - მაკგრეგორის დაბრუნება რეალურია?

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა დაადასტურა, რომ ორგანიზაციაში დაბრუნებაზე UFC-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი შანსია, ირლანდიელი თეთრი სახლის ღონისძიებაზე ვიხილოთ.

რას ამბობს კონორი:

„UFC-სთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ბრძოლაზე — ან თეთრ სახლში, ან სადმე მაგ მიდამოებში. ზაფხულში მაკგრეგორი დაბრუნდება!“

37 წლის კონორ მაკგრეგორმა UFC-ში ბოლოს 2021 წლის 11 ივლისს, დასტინ პორიეს წინააღმდეგ იჩხუბა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. MMA-ში ირლანდიელი მებრძოლის რეკორდი 22 მოგება და 6 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ძალა, ხაბიბის ჭიდაობა“ | ჰოლოუეიმ იდეალური მებრძოლი ააწყო
„ილიას ძალა, ხაბიბის ჭიდაობა“ | ჰოლოუეიმ იდეალური მებრძოლი ააწყო