გოგა ბითაძე, დესმონდ ბეინი, პაოლო ბანკერო, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

სასტარტო ხუთეულში დაიწყო | ბითაძის 9 ქულა, ჩატენვა და გამარჯვება ვაშინგტონთან

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საშინაო არენაზე აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად მოიგო — 126:109.

„ორლანდოს“ მთავარ ცენტრს, უენდელ კარტერ უმცროსს ტრავმა აწუხებს და მის არყოფნაში ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. გოგამ 21 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა, პარკეტზე 21 წუთი და 28 წამი გაატარა და მის აქტივში 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.

გოგამ 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი არ უსვრია და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძემ ექვსივე მოხსნა საკუთარ ფარზე მიითვალა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა. როდესაც ის პარკეტზე იყო, „ორლანდომ“ „ვაშინგტონზე“ რვით მეტი ქულა ჩააგდო.

„მეჯიქის“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო — 37 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა. დესმონდ ბეინმა 25 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. „ვაშინგტონის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 19 ქულა უაილი რიდმა ჩააგდო.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 32 მოგება და 28 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. „ორლანდოს“ მომდევნო მატჩი „დალას მავერიქსთან“ იქნება, რომელსაც 6 მარტს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგრად ვიჩხუბებთ და ერთ-ერთი ნოკაუტში ჩავარდება | გეიჯი თოფურიასთან ბრძოლაზე
მაგრად ვიჩხუბებთ და ერთ-ერთი ნოკაუტში ჩავარდება | გეიჯი თოფურიასთან ბრძოლაზე