გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი, ჯამალ მოზლი
Aa
Aa

„გოგა ნამდვილი პროფესიონალია“ - მეჯიქის მწვრთნელმა ბითაძე შეაქო

„ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ „ვაშინგტონ უიზარდთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ფლორიდელების ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე შეაქო.

რა თქვა მოზლიმ:

„გოგა ბითაძე ნამდვილი პროფესიონალია და ეს ყველამ უნდა იცოდეს: მას დიდი ხანი არ უთამაშია და მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის მზად იყო, კონცენტრირებული რჩებოდა, ასრულებდა მითითებებს, სწორად თამაშობდა დაცვაში. ზუსტად ასე უნდა თამაშობდეს კალათბურთელი, რომელსაც ცოტა სათამაშო დრო ეძლევა - ეს ძალიან დასაფასებელია“.


ცნობისთვის, „ორლანდოს“ მთავარ ცენტრს, უენდელ კარტერ უმცროსს ტრავმა აწუხებს და მის არყოფნაში ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. გოგამ 21 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა, პარკეტზე 21 წუთი და 28 წამი გაატარა და მის აქტივში 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.

აქვე გეტყვით, რომ „ორლანდოს“ 32 მოგება და 28 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. „ორლანდოს“ მომდევნო მატჩი „დალას მავერიქსთან“ იქნება, რომელსაც 6 მარტს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 ქულა და 4 მოხსნა | მამუკელაშვილის ტორონტო ნიქსთან დამარცხდა
4 ქულა და 4 მოხსნა | მამუკელაშვილის ტორონტო ნიქსთან დამარცხდა