„შემდეგი ბრძოლა ალექსანდრესთან მინდა, დავაფინიშებ!“ - მექსიკელი მებრძოლი
სანტიაგო ლუნა 21 წლის მექსიკელი მებრძოლია, რომელიც UFC-ის სუპესმუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს. ამავე დივიზიონშია ალექსანდრე თოფურიაც, რომელმაც ორგანიზაციაში ორი შეხვედრა გამართა და ორივე გამარჯვებით დაასრულა.
სანტიაგო ლუნა და ალექსანდრე თოფურია კი ერთად იმიტომ ვახსენეთ, რომ ცოტა ხნის წინ, მექსიკელმა მებრძოლმა ქართველი გამოიწვია და ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა. ლუნა ირწმუნება, რომ თოფურიას დაფინიშებას შეძლებს.
სანტიაგო ლუნას კომენტარი:
„მიყვარს განვითარება, ეს ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ, ბრძოლიდან ბრძოლამდე. მზად ვარ ყველასთვის, ვისაც ჩემთან შეხვედრა მოუნდება. დაუმარცხებელი ვარ და ბრძოლებს ვადაზე ადრე ვასრულებ. ალექსანდრე თოფურია გამოვიწვიე და იმედი მაქვს, გამოწვევა მის ყურამდე მივიდა. მინდა, რომ შემდეგი ბრძოლა მასთან გავმართო და ნახავთ, რომ დავაფინიშებ.“
„ვისურვებდი, რომ წელს ივნისში ან ივლისში კვლავ ვიბრძოლო, შემდეგ კი — სექტემბერშიც. თუ ეს მექსიკაში მოხდება, შესანიშნავი იქნება, თუ არა და — სადაც გინდათ, იქ იყოს“.
ცნობისთვის, MMA-ში სანტიაგო ლუნას რეკორდი 8 ბრძოლა და 8 გამარჯვებაა. მექსიკელი მებრძოლი UFC-ში 2025 წლის სექტემბრიდან ირიცხება და ორი ბრძოლიდან ორივეში გაიმარჯვა. ლუნამ ბოლოს 28 თებერვალს იჩხუბა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.