ჰარი კეინი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მედია: თუ კეინი წავიდა, ბაიერნი ფსონს ოსიმენზე გააკეთებს

„გალათასარაის“ ნიგერიელმა ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნის“ მაისური მოირგოს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Fussball Transfers-ი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ჰარი კეინი და „რეკორდმაისტერი“ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და ინგლისელი ფორვარდი 2027 წელს მიუნხენურ კლუბს დატოვებს, „ბაიერნს“ მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

„კეინის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. მის მიმართ არსებობს ინტერესი როგორც საუდის არაბეთიდან, ისე ევროპული ქვეყნებიდან. ჰარი 32 წლისაა და ამ ზაფხულს მისი წასვლა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ლოგიკურია, რომ „ბაიერნი“ სათადარიგო გეგმაზე უკვე მუშაობს.

იანვარში ოსიმენი „ბაიერნს“ შესთავაზეს, თუმცა მაქს ებერლმა [სპორტული დირექტორი] ეს ტრანსფერი მიზანშეწონილად არ ჩათვალა. თუმცა, მიუხედავად ამისა, „ბაიერნს“ ოსიმენის სამომავლო ტრანსფერზე უარი არ უთქვამს.

ოსიმენს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, 2017-2019 წლებში მას „ვოლფსბურგში“ 16 მატჩი აქვს ჩატარებული და ნიგერიელი ფორვარდის თამაში ძალიან მოსწონს ვენსან კომპანის“, - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ოსიმენი „გალათასარაის“ 2024 წელს იჯარით შეუერთდა, შარშან კი თურქულ კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2029 წლამდეა გათვლილი. სტამბოლურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა. მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა 25 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტში უწერია, რომ გერმანული ისწავლოს | დიასის ხელშეკრულების უცნაური პუნქტი
კონტრაქტში უწერია, რომ გერმანული ისწავლოს | დიასის ხელშეკრულების უცნაური პუნქტი