„ეს აკადემიის ბავშვებს საჭიროების შეგრძნებას მისცემს“ - ლამი ბუნდესლიგის კლუბებს აკრიტიკებს
„ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფილიპ ლამმა, გერმანული გუნდების შემადგენლობაში აკადემიის აღზრდილების ინტეგრირების წინადადება წამოაყენა.
„ბიჭებმა უნდა ითამაშონ, ტალანტი კონკურენციის პირობებში ვითარდება. ამიტომ, გახსნილობა სავალდებულო პირობა უნდა გახდეს. ვისურვებდი, რომ ბუნდესლიგის თითოეულმა კლუბმა დააწესოს მიზნობრივი მაჩვენებლები აკადემიის ახალგაზრდა აღზრდილების სათამაშო დროსთან დაკავშირებით.
პროფესიონალური შემადგენლობა 23 მოთამაშეს არ უნდა აღემატებოდეს და მინიმუმ 3 ადგილი საკუთარი აკადემიის აღზრდილებისთვის უნდა იყოს დაჯავშნილი. ეს თითოეულ მათგანს საჭიროების შეგრძნებას მისცემს.
ეს ასევე გაზრდის სპორტული ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ მათ გამჭვირვალე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ყოველწლიურად უნდა შემოწმდეს სამი მოთამაშე, რათა გამოჩნდეს, შეუძლიათ თუ არა მათ წვლილი შეიტანონ წარმატებაში. თუ ამას ვერავინ შეძლებს, მაშინ ახალგაზრდულ აკადემიებს აზრი არ აქვს“,
– განაცხადა ლამმა.