ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

რითაა ილია გამორჩეული | რას ამბობს მაქს ჰოლოუეი

მაქს ჰოლოუეიმ UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს, დემეტრიუს ჯონსონს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. „მაითი მაუსმა“ „დალოცვილს“ ილია თოფურიაზე ჰკითხა, რის შემდეგაც ჰოლოუეიმ „ელ მატადორი“ შეაქო.

„როდესაც ილიასთან ერთად ოქტაგონში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ ყველამ ვიცით, ის რით გამოირჩევა. თოფურია ხელსაყრელ პოზიციებს იკავებს, თუმცა მათ მაშინვე არ იყენებს. ილია გაძლევს საშუალებას იფიქრო, რომ ხელსაყრელ პოზიციაშია, მაგრამ არაფერს აკეთებს.

ის თითქოს გაჩვენებს: „აი, აქ მოვედი და არაფერი გავაკეთე“. ვითარება იცვლება მაშინ, როდესაც ხელსაყრელ პოზიციაში მესამედ, მეოთხედ ან მეხუთედ აღმოჩნდება. ეს უკვე ილიას დროა და მისი იერიშებიც სწორედ მაშინ იწყება. ილიას შეუძლია ძალიან კარგი პოზიციები დაიკავოს, თუმცა, როგორც ვთქვი, მათ მაშინვე არ იყენებს. ამას განზრახ აკეთებს.

თოფურია თითქოს გაპროგრამირებს: „აი, შეხედე, რა ხელსაყრელ პოზიციაში ვარ, მაგრამ არაფერს ვაკეთებ“. „აი, აქ ვარ, მაგრამ არ დაგარტყამ“, „აქაც ვარ, მაგრამ ისევ არ დაგარტყამ“. შემდეგ კი ყველაფერი მოულოდნელად იცვლება და სიურპრიზს იღებ.

ვფიქრობ, თოფურია ძალიან ჭკვიანია. მას ძალიან კარგი საბრძოლო ინტელექტი აქვს, შესანიშნავი სტრაიკინგით გამოირჩევა და კარგი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ აქვს. რაც შეეხება მის შესაძლო ბრძოლას გეიჯისთან, ჯასტინი ბევრმა უკვე ჩამოწერა. გეიჯი ილიას წინააღმდეგ, ალბათ, ლეგ-კიკებს გამოიყენებს და ვფიქრობ, საინტერესო ორთაბრძოლა გამოვა. თუმცა ილიას წინააღმდეგ ფსონის დადება ძალიან რთულია, რადგან საკუთარი თვალებით ხედავ, რას უშვრება ის მეტოქეებს.“

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეის მომდევნო მეტოქე ჩარლზ ოლივეირაა, რომლის წინააღმდეგაც მაქსი BMF-ის სიმბოლურ საჩემპიონო ქამარს დაიცავს. მათი ბრძოლა თბილისის დროით 8 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასტარტო ხუთეულში დაიწყო | ბითაძის 9 ქულა, ჩატენვა და გამარჯვება ვაშინგტონთან
სასტარტო ხუთეულში დაიწყო | ბითაძის 9 ქულა, ჩატენვა და გამარჯვება ვაშინგტონთან