გოჩოლეიშვილის 90 წუთი - ჰამბურგი ლევერკუზენთან დამარცხდა
შუა კვირაში ბუნდესლიგის ერთი გამოტოვებული მატჩი გაიმართა. გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
„ფარმაცევტები“ უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა „ჰამბურგი“ თავს კარგად იცავდა და კონტრ შეტევებზეც კარგად გადადიოდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე კრისტიან კოფანემ გაიტანა და „ლევერკუზენს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, ამჯერად სასტარტოში იყო და 90 წუთიც ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი მარცხენა ვინგბექის პოზიციაზე დააყენა, სადაც მას თავი ნამდვილად არ შეურცხვენია და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ძირითადად თავდაცვით მომენტებში, რადგან ეს მისთვის უცხო ფლანგია და შეტევაში ნაკლებად აქტიურობდა.
ამ მარცხის შემდეგ, „ჰამბურგი“ სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 4 ქულით ჩამორჩება. გოჩოლეიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, სტუმრად „ვოლფსბურგთან“ (18:30) გამართავს.