მსოფლიოს ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელები | ვაკო CIES-ის რეიტინგში
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოს ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელები დაასახელა. რეიტინგი მსოფლიოს 67 ჩემპიონატის ბოლო 12 თვის მონაცემების მიხედვით არის შედგენილი და პირველ ადგილს ლიონელ მესი იკავებს, რომლის ანგარიშზეც 37 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა.
„ინტერ მაიამის“ არგენტინელ სუპერვარსკვლავს ჰარი კეინი მოსდევს, რომელსაც 35 გოლი და 7 ასისტი აქვს. მესამე ადგილზე MLS-ში მოასპარეზე კიდევ ერთ ფეხბურთელს, ანდერს დრეიერს ვხედავთ. ეს უკანასკნელი „სან დიეგოს“ ღირსებას იცავს და ბოლო 12 თვეში 22 გოლი და 19 ასისტი გაიფორმა.
CIES-ის რეიტინგში ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა. მე-17 ადგილზე ვაკო ყაზაიშვილი იმყოფება, რომელმაც ბოლო 12 თვეში 27 გოლი და 4 ასისტი შეასრულა. ვაკო ერლინგ ჰოლანდს, ლუის დიასს, ლამინ იამალსა და სხვა ცნობილ ფეხბურთელებს უსწრებს.

ცნობისთვის, დრეიერის შემდეგ კილიან მბაპე მოდის — 37 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა, ხოლო ხუთეულს შერდან შაქირი ასრულებს. შვეიცარიელი ფეხბურთელის სტატისტიკა 19 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა. ხსენებული მოთამაშეების გარდა, ტოპ 10-ში მოხვდნენ: ლუის სუარესი („სპორტინგი“, 29/8), ვანგელის პავლიდისი („ბენფიკა“, 32/5), დენის ბუანგა („ლოს ანჯელესი“, 27/9), აივან ტოუნი („ალ-აჰლი“, 30/6), მაიკლ ოლისე („ბაიერნი“, 14/22).