გულშემატკივრების აპლოდისმენტები | მიქაუტაძე ლიონს დაემშვიდობა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში „ლიონი“ „მარსელს“ დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო. შეხვედრას გიორგი მიქაუტაძეც დაესწრო. ქართველი ფეხბურთელი კარიერას „ვილიარეალში“ გააგრძელებს და მიქაუტაძე ყოფილ კლუბსა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
Mikautadze saying goodbye to Lyon’s fans ???????????? pic.twitter.com/4RjqZoOZX9
— Ligue 1 English (@Ligue1_ENG) August 31, 2025
მატჩის 53-ე წუთზე 24 წლის თავდამსხმელი სტადიონზე განთავსებულ დიდ ეკრანზე გამოჩნდა. „ლიონის“ ქომაგები მას აპლოდისმენტებით შეეგებნენ და მის სახელს სკანდირებდნენ. საფინალო სასტვენის შემდეგ მიქაუტაძე მოედანზე შევიდა და „ლიონის“ გულშემატკივრებს მიმართა.
„ლიონს დამძიმებული გულით ვტოვებ. როგორც აქამდე მითქვამს, მინდოდა, აქ ჩემი კვალი დამეტოვებინა, თუმცა ეს ფეხბურთია და კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას. მინდა, გასული სეზონისთვის და მიმდინარე გათამაშებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. საოცარი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი გყავთ. მადლობა სიყვარულისთვის, რომელიც ჩემდამი გამოიჩინეთ“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.
Les adieux de Georges Mikautadze au peuple lyonnais ???? pic.twitter.com/GO43oiUAvy
— Ligue 1 McDonald's (@Ligue1) August 31, 2025
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ვილიარეალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მის ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს საათებში დაადასტურებს.
???????? ????’???????????? ???????????????????? ???????????????????????????????????????? ???????? ???????????????????????? ????̀ ???????? ???????????????? : Georges Mikautadze ???????? descend du stade pour fêter la victoire avec les siens et les supporters.
— Actu Foot (@ActuFoot_) August 31, 2025
L’OL a dû le vendre pour survivre financièrement. ????
???? @ligue1plus pic.twitter.com/4C1gyCLC95