მატვეი საფონოვი, ილია ზაბარნი
Aa
Aa

„კლუბის წინაშე არსებულ ვალდებულებებს ვასრულებ“ | ზაბარნიმ საფონოვზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ილია ზაბარნიმ რუს თანაგუნდელზე, მატვეი საფონოვზე და მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ზაბარნიმ ინტერვიუ უკრაინულ ФУТБОЛ 360-ს მისცა და განაცხადა, რომ კლუბის წინაშე არსებულ ვალდებულებებს ასრულებს.

„ჩემს სამშობლოში უკვე ოთხი წელიწადია სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. რუსები აგრესორები არიან, რომლებიც ამაოდ ცდილობენ, უკრაინის თავისუფლება და დამოკიდებულება გაანადგურონ. ომი გრძელდება და რუსებთან არანაირი სახის ურთიერთობა არ მაქვს.

რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელს, ვარჯიშებისას მიწევს, მასთან პროფესიონალურ დონეზე მქონდეს კომუნიკაცია და კლუბისადმი არსებულ ვალდებულებებს ვასრულებ. სანამ ომი გრძელდება, ბოლომდე დავუჭერ მხარს, რუსეთის საფეხბურთო სამყაროდან მოკვეთას.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ზაბარნი აგვისტოში შეიძინა და მის სანაცვლოდ „ბორნმუთს“ 63 მილიონი ევრო გადაუხადა. უკრაინელმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა და პარიზელთა მაისურით ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლის ალღო, მოედნის ხედვა, ბურთის კონტროლი“ | რას წერენ ესპანურ პრესაში მიქაუტაძეზე
„გოლის ალღო, მოედნის ხედვა, ბურთის კონტროლი“ | რას წერენ ესპანურ პრესაში მიქაუტაძეზე