სუარესმა სიეტლის წარმომადგენელს შეაფურთხა | ინტერ მაიამის მარცხი ფინალში
ლიგის თასის ფინალში „ინტერ მაიამი“ „სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდა. ლიონელ მესის გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეტოქის კარისკენ ზუსტად არ დაურტყამს და სამი უპასუხო ბურთი მიიღო - 0:3.
შეხვედრაში ანგარიში „სიეტლმა“ გახსნა. 26-ე წუთზე „საუნდერსი“ ოსასე დე როსარიომ დააწინაურა. 82-ე წუთზე „ინტერ მაიამის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ალექსანდერ როლდანმა გამოიყენა, მატჩის წერტილი კი პოლ როთროქმა დასვა.
შეხვედრის შემდეგ „სიეტლისა“ და „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოთამაშეებმა ერთმანეთს ხელი ჰკრეს და მათი გაშველება გახდა საჭირო. მორიგ სკანდალში გაეხვია ლუის სუარესი. ურუგვაელ ფეხბურთელის „სიეტლის“ პერსონალის ერთ-ერთ წევრთან მოუვიდა კონფლიქტი და მას სახეში შეაფურთხა.
Luis Suárez appeared to spit on a Seattle staff member after the final whistle in the Leagues Cup Final ????
— FOX Soccer (@FOXSoccer) September 1, 2025
????: @MLS pic.twitter.com/gCMLdbwDlC
გუნდებს შორის მომხდარზე კომენტარი „ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ გააკეთა. მისი თქმით, როდესაც ფეხბურთელებს რაღაცაზე რეაქცია აქვთ, ეს ნიშნავს, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.