ტომ ასპინალი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

ბისპინგი: ასპინალი მუჰამედ ალია MMA-ში

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და დიდების დარბაზის წევრმა, მაიკლ ბისპინგმა ტომ ასპინალზე ილაპარაკა. მან ბრიტანელი მებრძოლი შეაქო და გიგანტი უწოდა. 

„ტომი ძლიერი ბიჭია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ასპინალი მუჰამედ ალია MMA-ში. ის კარგად ჩხუბობს. მას ყველაფერი შეუძლია. თუ სირილი შეძლებს მისი თეიქდაუნების შეჩერებას, მაშინ ეს ძალიან ამაღელვებელი დაპირისპირება იქნება,“ — თქვა ბისპინგმა. 

შეგახსენებთ, რომ ასპინალი მძიმე წონაში ჩემპიონი მას შემდეგ გახდა, რაც ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა. ბრიტანელის მომდევნო მეტოქე სირილ განია. 

მათი დაპირისპირება 25 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC 321-ზე შედგება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მადალენას მწვრთნელი: თოფურია ჯუჯაა, ჯობია მსუბუქ წონაში დარჩეს
მადალენას მწვრთნელი: თოფურია ჯუჯაა, ჯობია მსუბუქ წონაში დარჩეს