ჯეიმი კარაგერი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

კარაგერი ამორიმზე: ასეთი ქარიზმატული და სიმპათიური რომ არ იყოს, გააგდებდნენ

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, რომელიც საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, „მანჩესტერ იუნატედის“ მთავარ მწვრთნელზე ილაპარაკა.

მისი თქმით, რუბენ ამორიმს გუნდიდან მისი გარეგნობის გამო არ ითხოვენ.

„ამორიმი არაჩვეულებრივია პრესკონფერენციებზე, მაგრამ იმის გამო, რომ მისი გუნდი ვერ იგებს, გინდება უთხრა: „მოკეტე“. მოგებები რომ ჰქონდეს, ყველა ვიტყოდით, „აი, პიროვნება!“. ახლა ყველა განიხილავს ჟოზე მოურინიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნების შესაძლებლობას. მიზეზი იმაშია, რომ ის ვარსკვლავია. ამბობს ყველაფერს, რასაც ფიქრობს. ამასთან, ის გამარჯვებულიცაა. ვუყურებ და ვფიქრობ, ამორიმი რომ პრესკონფერენციებზე ქარიზმატული და სიმპათიური მამაკაცი არ იყოს, მას გაცილებით ადრე გააგდებდნენ“, - თქვა კარაგერმა შოუში The Overlap.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა „წითელი ეშმაკების“ თავკაცის თანამდებობაზე ერიკ ტენ ჰაგი გასული წლის ოქტომბერში შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეშიქთაში არ ნებდება | გაუმჯობესებული წინადადება დავითაშვილის სანაცვლოდ
ბეშიქთაში არ ნებდება | გაუმჯობესებული წინადადება დავითაშვილის სანაცვლოდ