სალაჰის ყიდვა 5 არაბულ კლუბს სურს
ერთდროულად ხუთი არაბული კლუბი - „ალ ჰილალი“, „ალ ნასრი“, „ალ იტიჰადი“, „ალაჰლი“ და „ალ კადისია“ აქტიურ ინტერესს იჩენს „ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის მიმართ. ამის შესახებ ბრიტანული ონლაინ-გამოცემა The Telegraph-ი იუწყება.
მანამდე სალაჰს კონფლიქტი მოუვიდა „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტთან.
ეგვიპტელმა ნიდერლანდელი სპეციალისტი უპატივცემულობაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ზედიზედ სამი მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.
საბოლოოდ, მოჰამედი ინგლისში დარჩა და „ინტერთან“ (1:0) ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურის მატჩი გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ მო „წითლებში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად, 7 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ინგლისურ კლუბში ის „რომადან“ გადავიდა.
გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში, სალაჰმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.