ჰამბურგი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

საგოლე პასი 14 წუთში | გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა უნიონს მოუგო

ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „უნიონ ბერლინს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.

ანგარიში 28-ე წუთზე სტუმრებმა პენალტით გახსნეს, თავი ლეოპოლდ ქუერფელდმა გამოიჩინა, თუმცა მალევე, 35-ე წუთზე რანსფორდ კიონგსდორფერმა წონასწორობა აღადგინა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ნიკოლას კაპალდომ „ჰამბურგი“ დააწინაურა - 2:1.

ქართველი მცველი სათადარიგო იყო და თამაშში მხოლოდ 74-ე წუთზე ჩაერთო, 82-ეზე კი მისი პასით „ჰამბურგმა“ მესამე გოლი გაიტანა - დუბლი რანსფორდ კიონგსდორფერმა გაიფორმა. 89-ე წუთზე ანდრეი ილიჩმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა „უნიონმა“ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო, „ჰამბურგმა“ კი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

გოჩოლეიშვილმა Sofascore-ისგან 6.7-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 საგოლე პასი, 1 ბურთის ამოტანა, 3 დაბრუნებული ბურთი, 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 5-დან 4 ზუსტი პასი (80%), 1 ზუსტი გრძელი პასი, 14 შეხება ბურთთან და 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი.

გოჩოლეიშვილის საგოლე პასი

 25 ქულით „ჰამბურგი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს გოჩოლეიშვილის გუნდი 20 თებერვალს, სტუმრად, „მაინცის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი ინდივიდუალური მცდელობები ჰქონდა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე
„კარგი ინდივიდუალური მცდელობები ჰქონდა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე