მორის ყვითელაშვილი, ნიკა ეგაძე
Aa
Aa

ყვითელაშვილის რეკორდი გაიმეორა - ეგაძისთვის ისტორიული ოლიმპიადა

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნიკა ეგაძემ საქართველოს სპორტის ისტორიაში სარეკორდო შედეგი აჩვენა. მართალია ნიკამ ორი პროგრამის ჯამში მეათე ადგილი დაიკავა და მედლის გარეშე დარჩა, მაგრამ მორის ყვითელაშვილის მიერ ოთხი წლის წინ ნაჩვენები მიღწევა გაიმეორა.

ამ დრომდე ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში რეკორდი ვაჟთა ერთეულებში ქართველ სპორტსმენებს შორის სწორედ ყვითელაშვილს ეკუთვნოდა, რომელმაც 2022 წელს პეკინში მეათე ადგილი დაიკავა. ახლა კი ეგაძე მის მსგავსად მეათე პოზიციაზე გავიდა და თანარეკორდსმენი გახდა. მოკლე პროგრამაში დაკავებული მეთხუთმეტე ადგილის დაკავენის შემდეგ, ევროპის ქართველმა ჩემპიონმა თავისუფალ პროგრამაში გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და საერთო ჯამში 175,16 ქულას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს დელეგაციას კიდევ ორი წარმომადგენელი ეყოლება. ჯერ საქმეში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი ჩაერთვება, ხოლო შემდეგ ერთეულებში ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მჯერა, რომ მედლის აღება შეგვიძლია“ - აბრამაშვილმა ოლიმპიადაზე ისაუბრა
„მჯერა, რომ მედლის აღება შეგვიძლია“ - აბრამაშვილმა ოლიმპიადაზე ისაუბრა