“დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“ - ენრიკე ბილბაოსთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ბილბაოს ესტუმრება. მატჩის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ლუის ენრიკე:
„ესპანეთში ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე მოგვიწეს თამაში. სან მამესზე ბევრჯერ მითამაშია და წამიგია კიდეც. ვიცით, რაც არის მნიშვნელოვანი. ვესაუბრე ჩემს ფეხბურთელებს და იციან, რასაც უნდა ელოდონ. წინ მნიშვნელოვანი მატჩია, როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის. ჩემი ფეხბურთელებთან ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს თამაშობენ ისინი. ვცდილობ მათთან ახლო ურთიერთობა მქონდეს.
ვიცი, რომ ბილბაო ძალიან მოტივირებულია. ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ და დამატებით მოტივაციას ესეც აძლევთ. ეს ნორმალური ფაქტია. ვფიქრობ, ხვალ რთული თამაში გველოდება. ბილბაო ტექნიკურად და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. იციან როგორ დაიცვან თავი და შეუტიონ ეფექტურად. შემადგენლობაში ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია.
ატლეტიკი პირველივე წუთიდან პრესინგს მიმართავს და ამისთვის მზად ვართ. მათ სივრცეები უნდა შევუზღუდოთ. ბევრი რამ ჩვენს თამაშზე იქნება დამოკიდებული. განსხვავებულ სცენარს არ ველოდები. რა თქმა უნდა, ვალვერდეს გუნდი მოგებას შეეცდება. დიახ, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ადვილი მატჩი გველოდება, მაგრამ მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დეზირე დუე დაბრუნდა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის კარგ ფორმაშია და იმედი მაქვს, ხვალ თამაშს შეძლებს, თუმცა აჩქარება არ შეიძლება.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენისა და ბილბაოს დაპირისპირება 10 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.