ბაიერნის 17 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა
17 წლის ლენარტ კარლმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა.
„ბაიერნის“ ნახევარმცველმა გუშინ „სპორტინგს“ გაუტანა (3:1). გერმანელმა თავი გამოიჩინა ტურნირის ზედიზედ სამ მატჩში: მანამდე კარლმა „არსენალსა“ და „ბრიუგეს“ გაუტანა.
ამრიგად, ლენარტი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა. ლენარტმა ეს 17 წლისა და 290 დღის ასაკში მოახერხა.
გათვალისწინებულია მხოლოდ 1992/93 წლების სეზონიდან დაწყებული სტატისტიკა, როდესაც ევროპის ჩემპიონთა თასს ჩემპიონთა ლიგა ეწოდა.