მუხრან ბაგრატიონი
Aa
Aa

თავის გუნდში საუკეთესო იყო | ბაგრატიონის დებიუტი ავსტრიის ბუნდესლიგაში

ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცერ აკ-ის შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელის, 22 წლის მუხრან ბაგრატიონის დებიუტი შედგა. ტიროლთან ცვლილებაზე გამოვიდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. 

ცენტრალურმა მცველმა მარტინ კროიცრიგლერმა წითელი ბარათი იყო და ქართველის თამაშში ჩართვა ტაქტიკური შინაარსის ცვლილება იყო. ბაგრატიონის მოედანზე გამოსვლისას ანგარიში 2:0 იყო, ამპლუით მარცხენა მცველის მოედანზე გამოსვლის შემდეგ გრაცერმა გოლი არ გაუშვა და საბოლოოდ 2:0 დამარცხდა. გრაცერ აკ-ი ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის, 12-გუნდიან ჩემპიონატში 20 ქულით მე-11 ადგილზეა.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ სამ ცენტრალურ მცველს შორის მარცხენა ცენტრალურ მცველად ითამაშა. მის მთავარ პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე არ უთამაშია, თუმცა ამის მიუხედავად Sofascore-მა თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა - 7,3. დაცვაში მეტოქის შეტევა 6-ჯერ განმუხტა, 4-ჯერ ბურთი დაიბრუნა, 4 მცდელობიდან 2 ვარდნა წარმატებული იყო. მინდორზე 4-დან ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 6-დან 3-ში გამარჯვებული გამოვიდა. ასევე, ერთხელ მეტოქის დარტყმა დაბლოკა.

გრაცულ გუნდს ფერდინანდ ფელდჰოფერი წვრთნის, ვინც ბაგრატიონთან დინამო თბილისშიც მუშაობდა. 2025 წლის ზაფხულიდან ბაგრატიონი ავსტრიულ კლუბშია, მეორე გუნდში თამაშობდა, ახლა კი სათამაშო დრო პირველ გუნდში მიიღო. 

მუხრანს საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2023 წელს რამაზ სვანაძემ 21-წლამდე ნაკრებში მიიწვია, სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია, ნიდერლანდებთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში უწევს და თუ სათამაშო პრაქტიკა ექნება, მარტის მატჩებისთვის სვანაძე გამოიძახებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არსენალს ახალ დონეზე აიყვანს | ინგლისურ პრესაში კვარაზე წერენ
არსენალს ახალ დონეზე აიყვანს | ინგლისურ პრესაში კვარაზე წერენ