ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი | 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი | 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მე-14 ჯგუფში მოხვდა, რომელიც 3-გუნდიანია და ჩვენი მეტოქეები ყაზახეთისა და ავსტრიის ნაკრებები არიან.

საერთო ჯამში, პირველ რაუნდში 14 ჯგუფი დაკომპლექტდა და მომდევნო ეტაპზე 28 გუნდი გადის. მეორე რაუნდში, აღნიშნული 28 გუნდი 7 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება და ტურნირის საგზურს პირველ ადგილზე გასული ნაკრებები დაისაკუთრებენ.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ჯგუფი ტურნირის მასპინძელმა მოიგო (საკვალიფიკაციო ეტაპზე ისინიც თამაშობენ), ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე კობახიძის 17-წლამდე (2009 წელს დაბადებულები) ნაკრები გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ხოლო გიორგი ჩიტაურის 16-წლამდელები (2008 წელს დაბადებულები), 2026 წლის შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, როგორი რთულია იბრძოლო შვილების დასაცავად“ - ოლივეირას მხარდაჭერა თოფურიას
„ვიცი, როგორი რთულია იბრძოლო შვილების დასაცავად“ - ოლივეირას მხარდაჭერა თოფურიას