ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ვიცი, როგორი რთულია იბრძოლო შვილების დასაცავად“ - ოლივეირას მხარდაჭერა თოფურიას

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ განაცხადა, რომ საჩემპიონო ქარმისთვის ბრძოლაში შემდეგი კანდიდატი ის უნდა იყოს. ბრაზილიელი რამდენიმე თვეში მაქს ჰოლოუეისთან BMF ქამრისთვის იბრძოლებს და როგორც თვითონ ამბობს, გამარჯვების შემთხვევაში უფლება ექნება მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის ჩხუბი მოითხოვოს.

რას ამბობს „დუ ბრონქსი“:

„ორი თვის შემდეგ BMF ქამრისთვის ვიბრძოლებ. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ვიტყვი, რომ იმ ორს, რომელიც ამ ქამრისთვის ვიჩხუბებთ, ბევრად მეტს გავყიდით. მე უფრო მეტი ქარიზმა მაქვს, ვიდრე იმ ორ მებრძოლს ერთად, რომელიც მსუბუქი წონის ქამრისთვის იჩხუბებენ, ასე რომ, მოგწონთ თუ არა, ყურადღების ეპიცენტრში უკვე ძლიერი ნაბიჯებით ვერთვები.“

„დიახ, მოეწონება ეს ხალხს, თუ არა, გაყიდვების კუთხით თუნდაც არმანს ბევრად აღვემატები... ყოველთვის შესანიშნავ ბრძოლას ვაჩვენებ. თუ შესანიშნავ ბრძოლას ჩავატარებ და გავიმარჯვებ, ვფიქრობ, ყველა ეჭვს გავაქარწყლებ და ტიტულისთვის ბრძოლის რიგში კვლავ მოწინავე პოზიციაზე ვიქნები.“

ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიას მხარდამჭერი განცხადებაც გაავრცელა. როგორც ცნობილია, ოჯახური პრობლემების გამო ქართველ მებრძოლს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამრის დათმობა მოუწია.

„ძალიან ვწუხვარ, ჩემპიონო. თუ ეს ის ამბავია, რაც მესმის, პირადი გამოცდილებიდან ვიცი, როგორი რთულია ბრძოლა, როცა შვილების დაცვას ცდილობ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ოლივეირამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა ერთმანეთს 2025 წლის ივნისში შეხვდნენ და მაშინ ილიამ ბრაზილიელი პირველ რაუნდში დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიასაც ზედ მივაყოლებ“ - პიმბლეტი სამომავლო გეგმებზე
„ილიასაც ზედ მივაყოლებ“ - პიმბლეტი სამომავლო გეგმებზე