„ილიასაც ზედ მივაყოლებ“ - პიმბლეტი სამომავლო გეგმებზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინგლისელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ გეიჯის დამარცხების შემდეგ ილია თოფურიას დამარცხებას, შემდეგ კი ქვესაშუალო წონაში გადასვლას და ისლამ მახაჩებთან ჩხუბს აპირებს.
რას ამბობს პიმბლეტი:
„ჯერ ამ დროებით ქამარს მოვიგებ, შემდეგ კი ილიასაც დავამარცხებ, რითაც შესაბამის ქამარს ავიღებ. შემდეგ ერთხელ დავიცავ და ქვესაშუალო წონაში გადავალ, სადაც მეორე ქამარსაც მოვიგებ.“
„გეიჯისთან ბრძოლაში ყველა შოკირებული იქნება. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ დავანოკაუტებ. ხალხი ამას არ მოელის, იფიქრებენ, რომ ჭიდაობით დავამარცხებ, მაგრამ ასე არ არის. გამოვალ და ნაწილებად დავშლი. არ მგონია, რომ მესამე რაუნდს გასცდეს, ისე, როგორც მაიკლ ჩენდლერი.“
შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი ერთანეთს UFC 324-ზე, მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის დაუპირისპირდებიან. ღონისძიება 2026 წლის 10 იანვარს გაიმართება.