ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სენტ-ეტიენი კვლავ უარზეა | დავითაშვილის თურქეთში ტრანსფერის შანსი მცირეა

Trt Spor-ისა და Sabah-ის ცნობილმა ჟურნალისტმა ფატიჰ დოგანმა დღეს დაწერა, რომ „ბეშიქთაშმა’’ ზურიკო დავითაშვილის თაობაზე „სენტ-ეტიენს’’ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. რამდენიმე წუთის წინ თურქმა ჟურნალისტმა დოღან დუნდოღდუმ X-ში დაწერა, რომ ფრანგული კლუბი ქართველ შემტევს არ უშვებს, „ბეშიქთაშის’’ მორიგი მცდელობა კვლავ უშედეგოა.

სავარაუდოდ, „ბეშიქთაში’’ მზად არაა ზურიკოს ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. „სენტ-ეტიენი’’ ფეხბურთელში აღნიშნულ თანხას ითხოვს და მხოლოდ 20 მილიონის სანაცვლოდ გაყიდის. რთული წარმოსადგენია უახლოეს საათებში „სენტ-ეტიენის'' პოზიცია შეიცვალოს.

აგვისტოს დასაწყისში Footmercato-მ „ბორდოს'' ყოფილი მოთამაშე „რენის,'' „სტრასბურგს,'' „სევილიას,'' „გლადბახსა'' და „ევერტონს'' დაუკავშირა, თუმცა ყველაზე მეტად „ბეშიქთაში'' აქტიურობდა, ზურიკოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმდა, მაგრამ ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ზურიკოს „მწვანეებთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა. დავითაშვილმა ახალ სეზონში „სენტ-ეტიენის“ ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები