ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბეშიქთაში არ ნებდება | გაუმჯობესებული წინადადება დავითაშვილის სანაცვლოდ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ევროპის ქვეყნების უმეტეს ნაწილში დაიხურა, თუმცა თურქულ კლუბებს შემადგენლობის გასაძლიერებლად ვადა 12 სექტემბრამდე აქვთ. „ბეშიქთაში“ აპირებს გრძელი სატრანსფერო ფანჯრით ისარგებლოს და ზურიკო დავითაშვილისთვის ბრძოლას აგრძელებს.

Trt Spor-ისა და Sabah-ის ცნობილი ჟურნალისტი, ფატიჰ დოგანი წერს, რომ „ბეშიქთაშმა“ „სენტ-ეტიენს“ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. დოგანი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ „შავ-თეთრები“ „მწვანეების“ პასუხის მოლოდინში არიან.

„სენტ-ეტიენის“ პოზიცია უცვლელია. ფრანგული კლუბი დავითაშვილს ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს და იმ შემთხვევაში შეელევა თუ მის სანაცვლოდ დამაკმაყოფილებელ წინადადებას მიიღებს. საუბარი დაახლოებით 20 მილიონ ევროზეა და ვნახოთ, „ბეშიქთაში“ რას გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ზურიკოს „მწვანეებთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა. დავითაშვილმა ახალ სეზონში „სენტ-ეტიენის“ ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლის ალღო, მოედნის ხედვა, ბურთის კონტროლი“ | რას წერენ ესპანურ პრესაში მიქაუტაძეზე
„გოლის ალღო, მოედნის ხედვა, ბურთის კონტროლი“ | რას წერენ ესპანურ პრესაში მიქაუტაძეზე