ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 

შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 13 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა ხვადაგიანი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითშვილი, გიორგი გულიაშვილი, ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელია. ნაკრები სრული შემადგენლობით ხვალ, 2 სექტემბერს შეიკრიბება.

ახალი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ნაკრების შანსებზე და მოახლოებული მატჩებზე, ჩვენი გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კაშიასთვის მეხუთე შესარჩევი იქნება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 

გურამ კაშია:

ჯგუფში ესპანეთის ნაკრების სახით ძალიან რთული და ჩვენთვის უხერხული მეტოქე გვყავს. რაც შეეხება თურქეთს და ბულგარეთს, რა თქმა უნდა, თანამედროვე ფეხბურთში თამაში ყველა ნაკრებთან რთულია, თუმცა ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვფიქრობ, მოახლოებული ორი თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს. ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურ დონეზე უნდა ითამაშოს წარმატებას რომ მივაღწიოთ. თურქეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია. მეტოქეს კარგად ვიცნობთ ევროპის ჩემპიონატიდან. ჩვენი მეზობლები არიან და განსაკუთრებული თამაში იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები, როგორც ყოველთვის, კარგ გარემოს შექმნიან, დაგვეხმარებიან და კარგ სტარტს ავიღებთ“.

„რთული იქნება ბულგარეთთან მატჩიც. მოკლე დროში გვიწევს ორი თამაშის ჩატარება. თუმცა, პირველ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში, მეორე თამაშს დადებითი ემოციებით შევხვდებით და უნდა მოვახერხოთ გამარჯვების მოპოვება“.

„გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ძალიან კარგია, რომ ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობენ. სანაკრებო დონეზე გამოცდილება აუცილებელია და სწორედ ევროტურნირებზე თამაშით იძენენ ამ გამოცდილებას. ნაკრებისთვის ძალიან კარგია, რომ ტოპ ლიგებში გვყავს ფეხბურთელები. ამიტომ, კარგად უნდა ვითამაშოთ, მოვიგოთ თამაშები და მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რაც ძალიან რთული გზა იქნება".

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)


მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი)


ნახევარდაცვა/თავდასხმა:  გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნი-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).

წყარო: ეროვნული ნაკრები

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს? კიტეიშვილი ტრავმის გამო შეცვალეს
სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს? კიტეიშვილი ტრავმის გამო შეცვალეს