ოთარ კიტეიშვილი, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კიტეიშვილი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს | მის ნაცვლად კვერნაძე გამოიძახეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 1 სექტემბერს დაიწყებს.  

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, გრაცერთან მიღებული ტრავმის გამო, შტურმის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს თურქეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება. 29 წლის ფეხბურთელს დამატებითი კვლევები თბილისში, ნაკრების სამედიცინო შტაბის ჩართულობით ჩაუტარდა. 

კიტეიშვილის ნაცვლად ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი დებიუტანტი, იტალიური ფროზინონეს შემტევი გიორგი კვერნაძე გამოიძახა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:  გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნი-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)

წყარო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა მტკივნეულია“ | ტოლისომ მიქაუტაძეზე ისაუბრა
„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა მტკივნეულია“ | ტოლისომ მიქაუტაძეზე ისაუბრა