ვლადიმერ ბოისა
Aa
Aa

ბოისა: ჩვენი მიზანია, რომ ბოლო ორი თამაში აუცილებლად მოვიგოთ

ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, ევრობასკეტის მე-4 ტურში, საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ კვიპროსს დაუპირისპირდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. 

„3 თამაში ჩავატარეთ და სამივე კარგი გუნდი იყო. ვფიქრობ, კმაყოფილები უნდა დავრჩეთ, რადგან 3-დან 1 თამაში მოვიგეთ. იტალიასთანაც შეიძლებოდა მოგება. ჩვენი მიზანია, რომ ბოლო ორი თამაში აუცილებლად მოვიგოთ. პირველ და მეორე თამაშში ვაჩვენეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში და მოგება. მთავარია ხვალინდელი თამაში. ძალიან ცუდი მეტოქეა, მაქსიმალურად თუ არ მოემზადები და პირველივე წუთიდან არ დაანახებ, რომ ბევრად უკეთესი გუნდი ხარ, შეიძლება 30 წუთი ვიჭიდაოთ. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ბოსნია და ჰერცოგოვინას რაც შეეხება, ძალიან კარი გუნდია. ყველა პოზიციაზე კარგი მოთამაშეა და მათთანაც გვექნება ბრძოლა“, - თქვა ბოისამ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი 6-გუნდიანია და თითოეული ჯგუფიდან ევრობასკეტზე თამაშს საუკეთესო 4 ნაკრები გააგრძელებს, 2 გუნდი ტურნირს დაემშვიდობება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაშის გამოტოვებას გადაურჩა | შენგელია საბერძნეთთან ითამაშებს
თამაშის გამოტოვებას გადაურჩა | შენგელია საბერძნეთთან ითამაშებს