ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

მახაჩევის მენეჯერი: თოფურიასა და გეიჯის ბრძოლა - ეს ავტოავარიაა

ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შესაძლო ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

Dominance MMA Management-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეს დაპირისპირება საავტომობილო ავარიის ტოლფასი იქნება.

„ვისაც პირველად მოხვდება, ის დაიძინებს. ეს ჩემი აზრია. ჯასტინ გეიჯი საკმაოდ საშიშია იმისთვის, რომ უბრალოდ მის წინ იდგე და ურტყა. ბოლოს და ბოლოს, თოფურია კარგი დამრტყმელია, მაგრამ ჯასტინიც ძლიერი დამრტყმელია და ის ძალიან საშიშია. სიმართლე გითხრათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩხუბია, რომლის ორგანიზებაც დღეს UFC-ში შეიძლება“, - თქვა აბდელ აზიზმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ელ მატადორის“ მენეჯერმა, ლუკაშ ორზელმა სოციალურ ქსელ Instagram-ში დაამატა სთორი, რომელშიც ვიგებთ, რომ თოფურია და გეიჯი ერთმანეთს UFC 322-ზე შეხვდებიან, თუმცა მალევე, ორზელმა სთორი წაშალა.

ამის მიუხედავად, ამერიკულ მედიაში ამტკიცებენ, რომ ილიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი უკვე გადაწყვეტილია.

ამას ისიც ემატება, რომ ამავე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო მოიკანოს თქმით, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ UFC 322-ზე ორი საჩემპიონო ჩხუბი გაიმართება, სადაც მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იქნება, მეორე საჩემპიონო ბრძოლა კი უმსუბუქეს წონაში, ალეშანდრე პანტოჟასა და ჯოშუა ვანს შორის ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები