ფლოიდ მეივეზერი, მენი პაკიაო
Aa
Aa

სატიტულო სტატუსით? მეივეზერი VS პაკიაო - მორიგი მატჩრევანშის მოლოდინში

ფლოიდ მეივეზერსა და მენი პაკიაოს შორის რევანში, რომელიც ამჟამად მუშავდება, შესაძლოა სატიტულო სტატუსით ჩატარდეს.

რამდენიმე დღის წინ ლეგენდარული ფილიპინელი საერთაშორისო კრივის ასოციაციის (IBA) ახალ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, და ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მზადაა, ბრძოლისთვის თავისი საჩემპიონო ქამარი გამოყოს.

ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე IBA Pro Series-ის ხელმძღვანელმა ელ სიესტამ განაცხადა.

„თუ მეივეზერი დათანხმდება, და მენი ამ ბრძოლით დაინტერესდება, ჩვენ მას IBA-ს ეგიდით ჩავატარებთ და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დავდებთ სასწორზე“,

– განაცხადა სიესტამ.

47 წლის პაკიაო, რომელიც ასევე ესწრებოდა პრესასთან შეხვედრას, ერთდროულად გაკვირვებული და აღფრთოვანებული ჩანდა ტიტულისთვის ხელახლა ბრძოლის შესაძლებლობით.

„ესე იგი, შესაძლებელია, რომ მე ვიბრძოლო IBA-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. მე შეიძლება გავხდე IBA-ს პირველი მსოფლიო ჩემპიონი“,

– უპასუხა „პაკმენმა“.

პოტენციური რევანშის ორგანიზატორია პლატფორმა Netflix, ხოლო თავად ბრძოლა, ჭორების თანახმად, მომავალი წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები