თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ნაკრებში რჩება, ნოემბერში დაგვეხმარება | შენგელიამ შერმადინზე ისაუბრა

ევრობასკეტის C ჯგუფის მე-4 ტურში კვიპროსი საქართველოსთან დიდი ანგარიშით, 61-93 განადგურდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდგე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ განაცხადა, რომ გიორგი შერმადინი ნაკრებს ნოემბრის შეხვედრებში დაეხმარება.

თორნიკე შენგელია შერმადინზე: „გიორგი შერმადინი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურაა, ვინც კი ოდესმე გყოლია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. მან თქვა, რომ ევრობასკეტის შემდეგ სანაკრებო კარიერას ასრულებს, თუმცა ჩვენ მას მაინც ველით ნოემბრის მატჩებში. ისეთ წინადადებას შევთავაზებთ, რომ უარს ვერ იტყვის (იცინის).

როგორც გუნდის კაპიტანი, თავს უფლებას მივცემ და სახალხოდ ვიტყვი, რომ გიორგი შერმადინი ნოემბერშიც ჩამოვა და დაგვეხმარება. თანაგუნდელებს გვითხრა, რომ ნოემბერშიც ითამაშებს. იმედი მაქვს, 200-მატჩიან ნიშნულზე ავა''.

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი სენსაციური გამარჯვებით დაიწყო, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს მოუგო (83-69), მეორე ტურში ჩვენი გუნდი იტალიასთან დამარცხდა (78-62). მესამე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთი იყო, ჯიკიჩმა აქცენტი ბოლო ორ ტურზე გააკეთა და ქართველი კალათბურთელები ბერძნებთან ბოლომდე არ დახარჯულან (53-94), სხვაობა 41-ქულიანი იყო. ევრობასკეტის დასკვნით ტურში საქართველო ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მატჩი ოთხ სექტემბერს, 16:00 საათზე დაიწყება. თუ ამ მატჩს მოვიგებთ, მერვედფინალში ვითამაშებთ. შესაძლოა, მარცხის შემთხვევაშიც გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, თუმცა ამისთვის საჭიროა ესპანეთი ბოლო ტურში საბერძნეთთან დამარცხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წინ 40-წუთიანი ომია | ჯიკიჩმა მოგებულ მატჩსა და ბოსნიასთან შეხვედრაზე ისაუბრა
წინ 40-წუთიანი ომია | ჯიკიჩმა მოგებულ მატჩსა და ბოსნიასთან შეხვედრაზე ისაუბრა