14-წლიანი პაუზის შემდეგ - დილა თასის ფინალშია
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ფინალისტი ცნობილია - „დილამ“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, რომლის მინდვრის საფარიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, ადგილობრივი „სამტრედია“ ოვერტაიმში გატეხა, 2:0 დაამარცხა და თასის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება თოთხმეტწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.
სტუმრები მე-100 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც განელმა ლეგიონერმა ემანუელ ბოანსიმ გამოიჩინა თავი. საბოლოო ანგარიში კი კომპენსირებულ დროში შოთა შეყილაძემ დააფიქსირა, რომელმაც „დილას“ მიერ განხორციელებული კონტრშეტევა ეფექტური დარტყმით დაასრულა.
გორელებს შანსი აქვთ სეზონი ტრებლით დაასრულონ - სუპერთასი უკვე მოიგეს, თასის ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისთვისაც იბრძვიან. თასის ფინალში „დილას“ მეტოქე ხვალ გაირკვევა - „იბერია“ – „დინამო ბათუმის“ ნახევარფინალური მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე 19:00 საათზე დაიწყება.