გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„შედეგები ალისონის დაბრუნების შემდეგ გამოსწორდება“ - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯერმეინ პენანტმა მერსისაიდული გუნდის კრიზისზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ პრობლემების გამოსწორება ალისონ ბეკერის დაბრუნების შემდეგ დაიწყება.

ვეტერანი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ალისონის ტრავმამ გუნდში დიდი სიცარიელე დატოვა, რისი შევსებაც არავის შეუძლია.

რას ამბობს პენანტი:

„ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორ გვჭირდება ახლა ალისონი. ალბათ ისე, როგორც არასდროს. ალბათ, ახლანდელ „ლივერპულში“ ის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. „ბრენტფორდის“ მეორე გოლის ეპიზოდში, ალისონ ის ბურთი სახიფათო ზონიდან უკვე მოშორებული ექნებოდა. საჯარიმოს ხაზთან, ან პენალტის ნიშნულთან მის მიმართ პრესინგი თითქმის არასდროს მოქმედებს და გოლის შანსსაც საგრძნობლად ამცირებს. დარწმუნებული ვარ, რომ წარუმატებელი შედეგები ალისონის დაბრუნების შემდეგ გამოსწორდება.“

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის გასულ ტურში, „ლივერპული“ „ბრენტფორდთან“ 3:2 დამარცხდა, გიორგი მამარდაშვილს კი ამ მატჩში 5 მოგერიება ჰქონდა. საგულისხმოა, რომ მერსისაიდულმა გუნდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-4 შეხვედრა წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი საქციელი გულუბრყვილო და გამაოგნებელი იყო“ - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მამარდა გააკრიტიკა
„მისი საქციელი გულუბრყვილო და გამაოგნებელი იყო“ - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მამარდა გააკრიტიკა