ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი, კენან ილდიზი
Aa
Aa

„შეუძლია, ილდიზისგან ახალი კვარაცხელია შექმნას“ - საბატინი სპალეტიზე

იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ უახლოეს საათებში ტურინის „იუვენტუსს“ ლუჩანო სპალეტი ჩაიბარებს.

ამასთან დაკავშირებით, გავლენიან იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა და „რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ ისაუბრა, რომელმაც სპალეტისთან მყოფი ხვიჩა კვარაცხელიაც გაიხსენა.

რას ამბობს საბატინი სპალეტიზე:

„სპალეტის სტილი მომგებიანია, თავდამსხმელებისთვის სასარგებლო. ლუჩანოს გაწვრთნილი გუნდი მეტოქის საჯარიმოში ყოველთვის 5 ან 6 მოთამაშით ხვდება, რასაც გოლები და საგოლე გადაცემები მოსდევს. მახსოვს, როგორი დაბალშედეგიანები იყვნენ იკარდი „ინტერში“, ან ოსიმენი „ნაპოლიში“, მაგრამ როდესაც გუნდში ლუჩანო მივიდა, მაჩვენებელი ორივემ გააუმჯობესა. მჯერა, რომ დევიდი „ლილის“ ტემპით გოლების გატანას დაუბრუნდება, ვლაჰოვიჩი კი გაბრწყინდება.“

„სპალეტის განკარგულებაში მყოფ ნიჭიერ ფეხბურთელებს შორის კენან ილდიზიც იქნება, რომელსაც მჯერა, რომ სპალეტი შეუჩერებელს გახდის. ის ზღაპრული ნიჭით გამოირჩევა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში და გადამწყვეტ მოთამაშედ ყოფნა. სპალეტის შეუძლია ილდიზი ის გახადოს, რაც „ნაპოლიში“ სკუდეტოს მოგების დროს ხვიჩა კვარაცხელია იყო. ვგულისხმობ გუნდის თამაშსა და მატჩებზე გავლენას.“

შეგახსენებთ, რომ 2022/23 წლების სეზონში ლუჩანო სპალეტისთან ერთად „ნაპოლიმ“ სერია A მოიგო, იმ სეზონში კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა. ლუჩანო სპალეტი „იუვენტუსში“ იგორ ტუდორს ჩაანაცვლებს, რომელიც თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ, წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ბრწყინვალე გოლი | სენტ-ეტიენმა კონკურენტი გაანადგურა
ზურიკოს ბრწყინვალე გოლი | სენტ-ეტიენმა კონკურენტი გაანადგურა