რეალის ზოგიერთი ფეხბურთელი ალონსოს მოთხოვნებით უკმაყოფილოა | The Athletic
„რეალის“ ზოგიერთი ფეხბურთელი უკმაყოფილოა ჩაბი ალონსოს მოსვლის შემდეგ დანერგილი ცვლილებებით.
როგორც The Athletic-ი წერს, როდესაც 43 წლის სპეციალისტი მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მივიდა, „გასახდელში უამრავი ცუდი ჩვევა აღმოაჩინა“.
ალონსოს ერთ-ერთი პირველი გზავნილი ფეხბურთელებისადმი იყო ის, რომ მის ხელმძღვანელობით ყველას მოუწევდა მეტი სირბილი და მუშაობა, როდესაც ბურთს მეტოქე დაეუფლებოდა და ამის გარეშე არავის ექნებოდა გარანტირებული ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
ალონსო გამოცდილ მოთამაშეებს, მათ შორის კაპიტნებსაც ესაუბრა, რათა ახალი წესების კრებული შეემუშავებინა. სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა პუნქტუალურობის მნიშვნელობის ხაზგასმა – ჯარიმები დაგვიანებისთვის ჯერჯერობით არ დაწესებულა. ასევე, ინტენსიური მუშაობისა და თავდადების აუცილებლობა ვარჯიშებზე.
„ჩაბიმ სცადა უფრო მკაცრი დისციპლინისა და წესრიგის დამკვიდრება ყოველდღიურ ცხოვრებაში, აკონტროლებდა განრიგს, ატარებდა მეტ პრევენციულ ვარჯიშს სავარჯიშო დარბაზში, ასევე გუნდურ და ინდივიდუალურ ვიდეოსესიებს“, – განაცხადა კლუბის ერთ-ერთმა წყარომ.
როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს, უკმაყოფილოა ცვლილებებით და მიაჩნია, რომ პატივს არ სცემენ. რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ მოთამაშეები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ახლა მათ ნაკლები თავისუფლება აქვთ მოედანზე საკუთარი საუკეთესო თვისებების დემონსტრირებისთვის.
როგორც სტატიაშია აღნიშნულია, ესპანელი მწვრთნელის უფრო მკაცრი და მომთხოვნი მიდგომა „რეალში“ კარლო ანჩელოტის დროს არსებული ვითარების საპირისპიროა.
შეგახსენებთ, რომ ჩაბიმ სამეფო გუნდი მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა. მისი კონრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.