პედრი
Aa
Aa

ტრავმის გამო, პედრი 3 კვირას გამოტოვებს

ტრავმის გამო, პედრი „ბარსელონას“ უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.

როგორც As-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი იუწყება, კატალონიური კლუბის შემტევ ნახევარმცველს ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინდა.

22 წლის ფეხბურთელი დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს და ვერ მიიღებს მონაწილეობას „ბრიუგესა“ და „სელტას“ წინააღმდეგ მატჩებში, რომლებიც 5 და 9 ნოემბერს გაიმართება.

ესპანელი 2 ნოემბერს „ელჩესთან“ თამაშს ისედაც გამოტოვებდა, „რეალთან“ შეხვედრის (1:2) მიწურულს მიღებული წითელი ბარათის გამო.

შეგახსენებთ, რომ პედრი „ბლაუგრანას“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვცდილობთ, ფეხბურთელების დრო სწორად ვმართოთ“ - ენრიკე ლორიენთან მატჩის წინ
„ვცდილობთ, ფეხბურთელების დრო სწორად ვმართოთ“ - ენრიკე ლორიენთან მატჩის წინ