კრისტოფ დიუგარი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„იამალმა რეალი თაღლითობაში დაადანაშაულა, შესაძლოა სიმართლეა, თუმცა წლები ბარსაც ამავეს აკეთებდა“

კრისტოფ დიუგარი ლამინ იამალის მხრიდან „რეალის“ შესახებ ნათქვამ სიტყვებს გამოეხმაურა.

„ბარსელონა“ ლა ლიგის მე-10 ტურში მადრიდულ კლუბთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. თამაშის წინ კატალონიური კლუბის ვინგერმა Kings League-ის სტრიმზე განაცხადა, რომ მადრიდელები „თაღლითობენ, მატჩებს იგებენ და შემდეგ თავად წუწუნებენ“.

„მიმაჩნია, რომ ბარსელონამ ძალიან ცუდად ითამაშა, ის არ იყო საკმარისად კარგი. ლამინ იამალი კი ფორმაში არ იყო. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, ის 18 წლისაა, ახალგაზრდაა. მან კონცენტრაცია დაკარგა, მატჩის წინ თავს იწონებდა. ეს დაიმსახურა. ის რეალს თაღლითობაში ადანაშაულებდა, რაც შესაძლოა სიმართლეც არის, მაგრამ არბიტრებს მრავალი წლის განმავლობაში ბარსა იხდიდა ქრთამს და არა რეალი.

იამალმა ცუდად ითამაშა. პასებს მხოლოდ უკან აკეთებდა, ვერ გაართვა თავი დავალებას. დაღლილი მეჩვენა“,

– განაცხადა საფრანგეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა RMC Sport-თან საუბრისას.

ცნობისთვის, დიუგარიმ „ნეგრეირას საქმე" ახსენა, როცა „ბარსელონას" თაღლითობაში დასდო ბრალი. შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ საქმეში კატალონიური კლუბი ესპანეთის სასამართლომ გაამართლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები