„გუნდი გავაფრთხილე, მაგრამ არავინ დამიჯერა“ - ენრიკე მატჩის შემდეგ
ლიგა 1-ის მე-10 ტურში პსჟ სტუმრად „ლორიენთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და მორიგი ქულები დაკარგა.
შეხვედრის შემდეგ, ლუის ენრიკე თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო.
„პირველ ტაიმში არაფერი შეგვიქმნია, არც ერთი ერთ-ერთზე დაპირისპირება არ მოგვიგია და პრობლემები გვქონდა მეტოქის ღრმა დაცვით ბლოკთან, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში. სამწუხაროა, რადგან მეორე ტაიმის დასაწყისში უკეთესად ვითამაშეთ და სწრაფად გავიტანეთ, მაგრამ მაშინვე საპასუხო გოლი გაგვიტანეს. სამწუხაროა, რადგან ქულები გვჭირდება.
დეზირე დუეს ტრავმა, რა თქმა უნდა, ცუდი ამბავია. მან საკმაოდ უცნაურად მიიღო დაზიანება. ზუსტად არ ვიცი, როგორ არის, მაგრამ იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია.
ჩემთვის, ჩვენ არ დაგვიმსახურებია გამარჯვება. ძალიან ცუდად ვითამაშეთ. არ გვქონდა საკმარისი შანსები მოსაგებად. 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნება უნდა შეგეძლოს. მნიშვნელოვანია ასეთი მატჩების მოგება. შეხვედრის წინ ნათლად ვთქვი, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ არავინ დამიჯერა. ეს ისტორია ვიცი, ხშირად მინახავს ასეთი მატჩები. თუ სწორ რიტმში არ ხარ, თუ ფიქრობ, რომ გაქვს დრო განსხვავების შესაქმნელად, როგორც პირველ ტაიმში, მეტოქეს თავდაჯერებულობას მატებ“.
- განაცხადა ენრიკემ.
პარიზელები მომდევნო შეხვედრას ლიგა 1-ის მე-11 ტურში შინ „ნიცასთან“ გამართავენ. შემდეგ კი სამშაბათს 4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებენ.