კოვინგტონი უაითს: გთხოვ, თეთრ სახლში ჩხუბის უფლება მომეცი
ქვესაშუალო წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კოლბი კოვინგტონმა ორგანიზაციის პრეზიდენტს, დენა უაითს მიმართა.
ამერიკელ მებრძოლს სურს, რომ თეთრ სახლში იჩხუბოს.
„გთხოვ დენა, თეთრ სახლში ჩხუბის უფლება მომეცი. ვიცი, რომ ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გთხოვა. ამ ჩხუბისთვის იდეალური მეტოქე პედი პიმბლეტი იქნება“, - თქვა კოვინგტონმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ UFC-ის ისტორიული ტურნირი, რომლის გამართვასაც დენა უაითი მომავალი წლის ზაფხულში თეთრი სახლის ეზოში გეგმავს, ოფიციალურ კალენდარში ოფიციალურად შევა.
ლიგის პრეზიდენტის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილი ღონისძიება უკვე შეთანხმებულია და 2026 წლის 4 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კოლბიამ ბოლო ჩხუბი გასული წლის დეკემბერში გამართა. ის ხოაკინ ბაკლისთან მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.