მესიზე და რონალდუზე სწრაფად - ჰოლანდის 300 გოლი
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „იუვენტუსთან“ (5:2) მოგებული შეხვედრა ერლინგ ჰოლანდის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. 24 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა და ამის გაკეთება იმაზე სწრაფად მოახერხა, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმ, ლიონელ მესიმ და კილიან მბაპემ შეძლეს.
ჰოლანდმა კარიერაში 300 გოლი რიგით 374-ე შეხვედრაში გაიტანა, მაშინ როდესაც ამის გასაკეთებლად კრიშტიანუ რონალდუს - 554, ლიონელ მესის - 418, ხოლო კილიან მბაპეს 409 თამაში დასჭირდა. სამასი ბურთიდან ნორვეგიელმა თავდამსხმელმა 258 საკლუბო დონეზე, ხოლო 42 ეროვნულ გუნდში გაიტანა.
ცნობისათვის, ერლინგ ჰოლანდი და მისი „მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „ალ-ჰილალს“ შეხვდებიან და მატჩი 1 ივლისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.