გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ნიუკასლის მეკარე დაიმატეს - მამარდას კიდევ ერთი კონკურენტი

„ლივერპული“ კიდევ ერთი მეკარით გაძლიერდა - გიორგი მამარდაშვილისა და არმინ პეჩის შემდეგ, მერსისაიდელებმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრედი ვუდმანი დაიმატეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ შარშანდელ სეზონთან შედარებით გოლკიპერებიდან მხოლოდ ალისონი დარჩა, ხოლო კაოიმჰინ კელეჰერმა, ვიატესლავ იაროშმა და ჰარვი დევისმა ნავთსაყუდელი გამოიცვალეს, ბოლო ორი მათგანი კი გაანათხოვრეს.

The Times-ის ცნობით, არნე სლოტი თავდაპირველად ალისონისა და მამარდაშვილის შემცვლელად პეჩის განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ ვუდმანის ვარიანტზე შეჯერდნენ. ეს უკანასკნელი „ნიუკასლის“ ღირსებას რვა წლის განმავლობაში, 2014 წლიდან 2022 წლამდე იცავდა და ამ ხნის მანძილზე ჯერ „სუონსიში“, შემდეგ კი „ბორნმუთში“ იყო განათხოვრებული. მის ანგარიშზე პროფესიონალურ დონეზე 300 მატჩია, საიდანაც 200 ინგლისის ჩემპიონშიპში ჩაატარა, 100 კი პრემიერლიგაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ახალ კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდება და სეზონისთვის მზადებას შეუდგება. მის გარდა, „ლივერპულმა“ კიდევ სამი ფეხბურთელი, ჯერემი ფრიმპონგი, მილოშ კერკეზი და ფლორიან ვირცი დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იდეალურობასთან ახლოს იყო“ | El Desmarque-მა მამარდაშვილის სეზონი შეაფასა
„იდეალურობასთან ახლოს იყო“ | El Desmarque-მა მამარდაშვილის სეზონი შეაფასა