„მადლობა ყველაფრისთვის - ისიამოვნე დღევანდელი დღით“ | მამარდა ლორიას
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ დღეს სანაკრებო კარიერაში ბოლო მატჩს გამართავს მისი კოლეგა, გიორგი ლორია.
გიორგი მამარდაშვილი:
„მეკარე, რომელმაც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს. ლორია ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის — და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი.
ბევრი რამ ვისწავლე მისგან, და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში. მადლობა ყველაფრისთვის — ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე“, - წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ლორიას მიერ სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე გუშინ გახდა ცნობილი. დღეს, ფარერის კუნძულებთან გიორგი ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო მატჩს ჩაატარებს.
აქვე გეტყვით, რომ ლორიას ნაკრებში 78 მატჩი აქვს ჩატარებული. ეროვნული გუნდის მაისურით მისი დებიუტი 2008 წელს ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა.