ლივერპულმა მეკარე აიაქსში გაანათხოვრა
პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „ლივერპულმა“ მეკარე, ვიტეშლავ იაროში გაანათხოვრა. 23 წლის ჩეხი ფეხბურთელი „აიაქსში“ ითამაშებს.
ჰოლანდიური კლუბის ინფორმაციით, იაროში გუნდში პირველი ნომრით ითამაშებს.
ვიტეშლავი „ლივერპულის“ მთავარ გუნდში ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში გადაიყვანეს, თუმცა მთელი 2 სეზონის განმავლობაში, მეკარე იჯარით თამაშობდა.
კლუბში დებიუტი იაროს მხოლოდ ამ სეზონში, არნე სლოტის ხელმძღვანელობით ჰქონდა.
ჩეხმა გოლკიპერმა „წითლების“ შემადგენლობაში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუშვა.