სპაერი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

გამარჯვება პენალტების სერიაში | სპაერი ფინალში დილას შეხვდება

საქართველოს სუპერთასის მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს „სპაერი“ და „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.

მატჩის 42-ე წუთზე, „ტორპედოს“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაიდო და ერიკ პიმენტელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. პენალტის ნიშნულთან საბა გეგიაძე მივიდა, მაგრამ დარტყმა ვერ გამოიყენა. დარჩენილ დროში, „სპაერს“ მომენტები ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა - 0:0.

პენალტების სერია „სპაერმა“ გახსნა. გიგა სამხარაძემ და გიორგი ცეცხლაძემ გაიტანეს, ფელიპე პირესის წარმატებული დარტყმის შემდეგ კი, მატეო ითრაქმა გააფუჭა. „სპაერის“ მესამე პენალტისტი გიორგი ბუნტური იყო, რომელსაც ოთო გოშაძემ აჯობა, შემდეგ კი ვარლეიმ წონასწორობა აღადგინა.

„სპაერის“ მეოთხე პენალტი გიორგი ცეცხლაძემ შეაგდო, რასაც ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლი მოჰყვა. ძირითადი დროისგან გასნხვავებით, გეგიაძემ ამჯერად გაიტანა, რის შემდეგაც, სოლომონ კვერკველიამ ვერ შეაგდო და ფინალში „სპაერი“ გავიდა და „დილას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფავორიტები | როგორია Opta-ს ვარაუდი
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფავორიტები | როგორია Opta-ს ვარაუდი