ოლივერ გლასნერი
Aa
Aa

ჩელსის მწვრთნელის პოსტზე ორი ახალი კანდიდატი მოიაზრება

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ორი ახალი კანდიდატი გამუჩნდა. The Telegraph-ის ინფორმაციით, კლუბის ინტერესის სფეროში „კრისტალ პალასის“ თავკაცი, ოლივერ გლასნერი და „ფლამენგოს“ ყოფილი მწვრთნელი, ფილიპე ლუისი მოხვდნენ.

გარდა ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ განიხილა სესკ ფაბრეგასის კანდიდატურაც, რომელიც ამჟამად იტალიურ „კომოს“ წარმატებით უძღვება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოტენციურ კანდიდატთა სიაში ასევე შედიოდნენ:

ჩაბი ალონსო (მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი), ანდონი ირაოლა (რომელიც სეზონის ბოლოს „ბორნმუთს“ ტოვებს) და მარკუ სილვა („ფულჰემი“).

ამ ეტაპზე ხაზგასმით აღინიშნება, რომ ჩამოთვლილ სპეციალისტებს შორის გამოკვეთილი ფავორიტი ჯერჯერობით არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის ლიამ როსენიორი, „არისტოკრატებს“ ყველა ტურნირზე ერთად 23-ჯერ გაუძღვა. მისი ხელმძღვანელობით, „ჩელსიმ“ 11 მატჩი მოიგო, 10 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები