პაატა ღუდუშაური, მამუკა კობახიძე, დიეგო დეისაძე, შოთა შეყილაძე
Aa
Aa

ფრე ფავორიტთა დაპირისპირებაში - ღუდუშაურმა ისევ გაიტანა

დღეს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-12 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა და უნდა ითქვას, რომ სამივე მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. ყველაზე დაძაბულ და საინტერესო მატჩს „მიხეილ მესხის“ სტადიონმა უმასპინძლა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „ტორპედო“ მიიღო და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. მე-6 წუთზე სტუმრები დიეგო დეისაძემ დააწინაურა, რომელიც მშვენივრად შევიდა მასპინძლების საჯარიმოში და ეპიზოდი ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა. წონასწორობა კი „იბერიას“ მხრიდან პაატა ღუდუშაურმა აღადგინა, რომელიც ზედიზედ სამი ტურია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და ისევე როგორც „დილასთან“ მატჩის შემთხვევაში, ამჯერადაც ყოფილ გუნდს გაუტანა და ამჯერადაც არ აღნიშნა.

 

უმწვრთნელოდ დარჩენილი „დილა“ სტუმრად „მეშახტესთან“ მატჩში მოედანზე დროებითმა დამრიგებელმა რამაზ სოლოღაშვილმა გაიყვანა და გორელებმა შოთა შეყილაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვეს, რომელმაც ერთიმეორეზე ეფექტური ბურთები გაიტანა, ორიდან ერთ შემთხვევაში კი ტყიბულელთა მეკარის, ლევან შოვნაძის შეცდომა გამოიყენა.

გიორგი ჭიაბრიშვილის მომზადებულმა „დინამო ბათუმმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ზღვისპირელებმა საკუთარ სტადიონზე „სამგურალი“ 3:1 დაამარცხეს. ნამდვილი ბენეფისი მოიწყო უერდი მარამ, რომელმაც სამი საგოლე პასი მიითვალა და გოლები ნიკოლოზ კალანდარიშვილს, მამუკა კობახიძეს და გიორგი კოხრეიძეს გაატანინა, სტუმართა რიგებში კი პრესტიჟის ბურთი ლევან პაპავას ანგარიშზეა.

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-12 ტური ხვალ ორი მატჩით დასრულდება. „სპაერი“ – „გაგრა“ 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო „რუსთავი“ – „დინამო თბილისის“ დაპირისპირება სტარტს 21:00 საათიდან აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაიას მეორე გამარჯვება | დინამო თბილისმა სპაერი დაამარცხა
ქეცბაიას მეორე გამარჯვება | დინამო თბილისმა სპაერი დაამარცხა