გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიონი და ევროპა ლიგა | შეთანხმება დაიდო, ევროტურნირზე თამაშის შანსი არსებობს

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა გულშემატკივრებს აუწყა, რომ უეფა-სთან შეთანხმება მიაღწია და მომდევნო სეზონში, ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მიიღო. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კლუბის აპელაცია დაკმაყოფილდება.

L’Equipe-ის მიხედვით, „ლიონს“ ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს. ფრანგული გამოცემა აცხადებს, რომ საუბარი 50 მილიონ ევროზეა, მაგრამ დასძენს, რომ ამ მომენტისთვის, კლუბის ვალდებულება 15 მილიონის გადახდაა. თუ „ლიონმა“ უეფა-სგან დასახულ კონკრეტულ მიზნებს მიაღწია და ფინანსური მდგომარეობა გამოასწორა, შეეძლება, 35 მილიონი აღარ გადაიხადოს. L’Equipe-ის თქმით, ეს მათთვის ურთულესი იქნება.

როგორც ირკვევა, უეფა-სგან აქცენტი გაკეთდა სახელფასო სტრუქტურასა და დადებით სატრანსფერო ბალანსზე. „ლიონს“ სიტუაციის გამოსასწორებლად კონკრეტული ვადა მიეცა და რაც მთავარია, შეთანხმება ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის თუ კლუბის აპელაცია დაკმაყოფილდება.

ცნობისთვის, მიქაუტაძის გუნდი, ფინანსური დავალიანების გამო, საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს და „ლიონმა“ ვერდიქტი გაასაჩივრა. იყო შანსი, აპელაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კლუბი ევროპა ლიგაზე მაინც არ დაეშვათ, მაგრამ შეთანხმების წყალობით, ეს არ მოხდება თუ „ლიონი“ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი ესპანეთიდან | ჩაკვეტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ინტერესი ესპანეთიდან | ჩაკვეტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა