რეალმა ზალცბურგი 3:0 დაამარცხა | 1/8-ფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია
Aa
Aa

რეალმა ზალცბურგი 3:0 დაამარცხა | 1/8-ფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია

FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულდა. H ჯგუფში ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა მადრიდის „რეალმა'' „ზალცბურგს'' 3:0 მოუგო, გოლები ვინისიუსის, ვალვერდესა და გარსიას ანგარიშზეა. „სამეფო კლუბი'' 7 ქულით პირველზე გავიდა, „პაჩუკასაც'' მოუგო (3:1), „ალ ჰილალთან'' ფრედ ითამაშა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში „ალ ჰილალმა'' „პაჩუკას'' 2:0 მოუგო, გოლები ალ დავსარიმ და მარკოს ლეონარდომ გაიტანეს. „ალ ჰილალი'' 5 ქულით მერვედფინალში გავიდა, „ზალცბურგი'' და „პაჩუკა'' ტურნირს დაემშვიდობნენ.

მერვედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია

28 ივნისი, 20:00 საათი

„პალმეირასი“ – „ბოტაფოგო“ 

29 ივნისი, 00:00 საათი

„ბენფიკა“ – „ჩელსი“ 

 29 ივნისი, 20:00 საათი

პსჟ – „ინტერ მაიამი“ 

30 ივნისი, 00:00 საათი

„ფლამენგო“ – „ბაიერნი“ 

30 ივნისი, 23:00 საათი

„ინტერი“ – „ფლუმინენსე“ 

პირველი ივლისი, 05:00 საათი

„ალ ჰილალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 

პირველი ივლისი, 23:00 საათი

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 

2 ივლისი, 05:00 საათი

„დორტმუნდი“ – „მონტერეი“ 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები