გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვისი ყიდვა შეიძლება ლიონიდან | Givemesport-ის ტოპ 5-ში მიქაუტაძეცაა

ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა დაასახელა „ლიონის“ 5 ფეხბურთელი, რომლებიც ევროპულმა კლუბებმა უნდა შეიძინონ. ერთ-ერთი გიორგი მიქაუტაძეა და Givemesport-ის რჩევაა, გუნდებმა „ლიონის“ რთული მდგომარეობით ისარგებლონ.

„იყო შანსი, გიორგი მიქაუტაძის ბედი მონაკოში გადაწყვეტილიყო, მაგრამ საქმეში ლიონი ჩაერია. ქართველ ფეხბურთელს მშობლიურ კლუბში არასდროს უთამაშია და მეცში გადავიდა, სადაც აფეთქდა. 2023 წელს, გიორგი აიაქსმა იყიდა, რთული თავგადასავლის შემდეგ კი ისევ მეცში დაბრუნდა.

მალევე, მიქაუტაძე მეცისთვის გადაიზარდა და რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ, ლიონში გადავიდა და ქართველმა ფეხბურთელმა ავანსები გაამართლა. შესაძლოა, გიორგის მშობლიურ კლუბში დარჩენა სურდეს, მაგრამ ლიონი ისეთ მდგომარეობაშია, არის შანსი, იძულებული გახდეს, ის გაყიდოს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

როგორც მოგეხსენებათ, „ლიონი“, ფინანსური პრობლემების გამო, საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში დააქვეითეს. L’Equipe-ის მიხედვით, „ლიონი“ გადაწყვეტილებას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლოში გაასაჩივრებს. თუ კლუბმა იგივე შედეგი მიიღო, შეუძლია, საფრანგეთის ოლიმპიური და სპორტის ეროვნულ კომიტეტს მიმართოს. გეტყვით იმასაც, რომ Givemesport-ის რეიტინგში მიქაუტაძე მესამე ადგილზეა და მხოლოდ ლუკას პერისა და მალიკ ფოფანას ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა
„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა