„გაუგებარი გადაწყვეტილება“ | ლიონის ოფიციალური განცხადება
„ლიონმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და DNCG-ი (მენეჯმენტის კონტროლის ეროვნული დეპარტამენტი – დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შექმნილია საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის (LFP) მიერ და პროფესიული კლუბების ფინანსურ მონიტორინგზეა პასუხისმგებელია) გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. გიორგი მიქაუტაძის გუნდი, ფინანსური დავალიანების გამო, საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს და „ლიონი“ ვერდიქტის გასაჩივრებს აპირებს.
„ლიონი DNCG-ის გაუგებარ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს. ბოლო თვეების განმავლობაში, DNCG-თან ერთად ვმუშაობდით და ყველანაირი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ჩვენი აქციონერების კონტრიბუციისა და კრისტალ პალასის გაყიდვის წყალობით, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მომდევნო სეზონისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს.
ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების დამამტკიცებელი დოკუმენტები წარმოვადგინეთ და სპორტული წარმატების წყალობით, ზედიზედ მეორე წელია, ევროტურნირებზე ვიასპარეზებთ. გულწრფელად არ გვესმის, ეს სასჯელი რატომ დაგვაკისრეს და ასეთი დიდი ფრანგული კლუბი მეორე დივიზიონში რატომ გააგდეს. აპელაციას შევიტანთ და წარმოვაჩენთ, რომ ფინანსური პრობლემები არ გვაქვს“.
L’Equipe-ის მიხედვით, „ლიონი“ გადაწყვეტილებას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლოში გაასაჩივრებს. თუ კლუბმა იგივე შედეგი მიიღო, შეუძლია, საფრანგეთის ოლიმპიური და სპორტის ეროვნულ კომიტეტს მიმართოს.mikau